Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას მისი ვალის განულების შესახებ


ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მას თითქოს ვალი გაუნულდა.

"აი როგორ გამოიყურება "ფეიკ ნიუსი", წერს ის სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ „საქართველოს ბანკიდან“ სესხი არასოდეს აუღია. „საქართველოში პირველი ხელფასის აღების დღიდან 2004 წელს დღემდე TBC ბანკში მაქვს ანგარიში და შესაბამისად, ყველა სესხი (მათ შორის მიმდინარეც) აღებული მაქვს ამავე ბანკის გამოყენებით“, წერს ბოკუჩავა.

ვებპორტალ VALI.GE-ზე 11 დეკემბრის საღამოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ექვს ბანკში (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, სილქ როუდ ბანკი, ხალიკ ბანკი საქართველო, იშბანკი საქართველო) მსესხებლების რაოდენობაა 407,064, სესხის რაოდენობა 679,443, ჯამური დავალიანების თანხა 3,125,229,650.

XS
SM
MD
LG