Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი კონსერვატორი პარლამენტარები გამართავენ კენჭისყრას ტერეზა მეის მიმართ ნდობის საკითხზე


ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატიული პარტიის წევრი დეპუტატები დღეს გამართავენ კენჭისყრას პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიმართ ნდობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც მოგროვდა კენჭისყრის დასანიშნად საჭირო 48 მიმართვა, მეიმ განაცხადა, რომ ყველანაირად შეეცდება თავისი პოზიციის დაცვას. მეის აზრით, მისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და გადაყენების შემთხვევაში, ახალ პრემიერ-მინიტრს მოუწევს გააუქმოს, ან გაახანგრძლივოს 50-ე მუხლის მოქმედება, რის გამოც შესაძლოა „დაყოვნდეს ან საერთოდ შეჩერდეს ბრექსიტი“. 50-ე მუხლი ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც უნდა მოხდეს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა 2019 წლის მარტში.

ტერეზა მეი პრემიერ-მინისტრი გახდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში 2016 წლის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ბოლოხანს მისივე პარტიის რიგებში აკრიტიკებენ ბრექსიტზე შეთანხმებას, რომელსაც მეიმ ბრიუსელთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.

10 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გადადო ბრექსიტზე შეთანხმების შესახებ საპარლამენტო კენჭისყრა, რასაც კანონმდებლების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან უკვე ბევრჯერ იყო ნათქვამი, რომ კენჭისყრა ჩატარდებოდა.

XS
SM
MD
LG