Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი მელიას: უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას


საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის,“ „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული ოცნების“ წევრები. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლას რეპლიკებით პასუხობდა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია. ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა მელიასთან მივიდა და სიტყვიერი დაპირისპირების დროს ფურცლები შეაყარა. „ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავყბა ყველას თქვენ“ - განაცხადა მიკროფონთან დაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა. მანდატურების მიერ დეპუტატების დამშვიდების და დარბაზიდან გაყვანის დროს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს ზაზა პაპუაშვილს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG