Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: რუსეთის "გეი პროპაგანდის" კანონი ზიანს აყენებს ლგბტ მოზარდებს


წამყვანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ჰიუმან რაიტს უოჩმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა გააუქმოს გეი "პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი და განაცხადა, რომ ის სერიოზულ ზიანს აყენებს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ახალგაზრდებს. ახალ ანგარიშში ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ 2013 წელს შემოღებულმა კანონმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა მტრული დამოკიდებულება რუსეთში მცხოვრები ლგბტ ადამიანების მიმართ, რომლებიც ისედაც დიდი ხანია ზეწოლას განიცდიან და, ამავე დროს, გაართულა ხელისაწვდომობა ლგბტ თემის მხარდამჭერ ინფორმაციაზე და მომსახურებაზე. 92 გვერდისგან შემდგარი ანგარიში, რომელიც 12 დეკემბერს გავრცელდა, ამ კანონს უწოდებს "პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკურ მაგალითს", რომელიც პოლიტიკური ქულების დასაწერად მიზანში იღებს სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს. ფორმალურად, კანონის მიზანია "ბავშვების დაცვა ინფორმაციისგან, რომელიც მხარს უჭერს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების უარყოფას", კანონი კრძალავს "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას" არასწრულწლოვნებს შორის. თუმცა ჰიუმან რაიტს უოჩის მკვლევარი, კაილ ნაიტი ამბობს, რომ ამ კანონს რეალურად "ღია დისკრიმინაციის" ეფექტი აქვს და იწვევს "იმის სრულად საპირისპირო შედეგებს, რასაც კანონის მომხრეები ამტკიცებდნენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG