Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში ირანის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 12 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება და მიეძღვნება ირანის საკითხს. სხდომის დროს პომპეო ხაზს გაუსვამს ვაშინგტონის "უდრეკ მისწრაფებას ყურადღება მიექცეს ირანის რეჟიმის მუქარებს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების მისამართით, მათ მიერ პალისტიკური რაკეტების განვითარების და გამრავლების გაგრძელებით" - იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი. სხდომის ფონია ირანის არმიის მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თეირანმა ახლახან გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა - რაც დაგმეს დასავლეთის ქვეყნებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG