Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი დღესაც შეეცდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. მისი განხილვა 12 დეკემბერს გაიმართა, თუმცა, კენჭისყრა შეუძლებელი აღმოჩნდა კვორუმის არარსებობის გამო. სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, რეგისტრაცია კი მხოლოდ 67-მა გაიარა. „კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“, - ამ სიტყვებით დაასრულა 12 დეკემბრის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. დღევანდელი პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

XS
SM
MD
LG