Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პოლიციამ დაასახელა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი


სამხედრო მოსამსახურეები სტრასბურგის ტაძართან
სამხედრო მოსამსახურეები სტრასბურგის ტაძართან

საფრანგეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილია 29 წლის შერიფ შეკატი. პოლიციამ გამოაქვეყნა ძებნილი ეჭვმიტანილის ფოტოსურათი და განმარტება, რომ ის საშიში დამნაშავეა.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა 1300-ით გაზარდოს ანტიტერორისტულ ოპერაციაში Sentinelle-ში მონაწილე სამხედროების რაოდენობა. საფრანგეთის ხელისუფლებამ სპეციალური ანტიტერორისტული ქვედანაყოფი შექმნა პარიზში 2015 წელს მომხდარი ტერაქტების შემდეგ და უკვე სამი წელია სამხედროები რეგულარულად პატრულირებენ საფრანგეთის ქალაქებში.

სტრასბურგის ცენტრში, კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან 11 დეკემბერს მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელიც პოლიციის საპასუხო სროლის შედეგად სავარაუდოდ დაიჭრა, გატაცებული ავტომანქანით გაქცევა შეძლო და ამჟამად იძებნება.

XS
SM
MD
LG