Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

„რა თქმა უნდა, ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლადარჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. იმედი მაქვს, ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც ეხება უფლებამოსილების გადაბარებას, წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას. თავად საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ მარგველაშვილმა თქვა, რომ „არჩევნები ჩატარდა ცუდად, მეთოდური და სერიოზული დარღვევებით,“ თუმცა, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, კითხვები არ ისმება. „კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG