Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩაიშალა ირანელი ინვესტორების კონფერენცია


თბილისში დაგეგმილი კონფერენციის, „ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში“ ჩაშლის მიზეზი ბოლო დროს ირანის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის გახშირებული შემთხვევები გახდა. როგორც „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“-ს პრეზიდენტმა მოჰამმად ხალეყიმ განმარტა, „14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. მოგეხსენებათ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გაუგებრობა არ გაირკვევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ინფორმაციით, კონფერენციას ვერ დაესწრებოდა საქართველოში ირანის ელჩი ბატონი აბას თალები-ფარი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონფერენცია და დაველოდოთ, ორი ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს".

კონფერენცია „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“-ის მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG