Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ხეცურიანის მე-13 ოქრო

ირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანი

ქართველმა პარამოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა მორიგი ოქრო მოიპოვა იაპონიაში, სადაც პარაფარიკაობაში წლის ბოლო ტურნირი ტარდება. ეს მის კარიერაში მე-13 ოქროა.

„ტურნირი 13 დეკემბერს კიოტოში გაიმართა. პირველი დღე იყო ხმლით ფარიკაობა. ქვეჯგუფში 5 ბრძოლა მოვიგე, 1 - წავაგე და რეიტინგში პირველ ადგილას გადავედი. ოქრო მოულოდნელი არ იყო. რადგან კვირაში 6 დღე ვარჯიში სწორედ იმას გულისხმობს, რომ შედეგი უნდა გქონდეს“, - ამბობს ირმა ხეცურიანი.

ხეცურიანს ფინალურ ბრძოლაში უკრაინელ მოფარიკავესთან მოუწია ასპარეზობა, რომელიც დიდი უპირატესობით, 15-ით 12 დაამარცხა.

14 დეკემბერს კიოტოში უკვე რაპირით ბრძოლაში გაიმართება ასპარეზობა.

ირმა ხეცურიანი საქართველოში 16 დეკემბერს ბრუნდება.

XS
SM
MD
LG