იემენში საომარი დაპირისპირების მქონე ძალებმა შეთანხმების მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სანავსადგურო ქალაქ ჰუდაიდაჰის გარშემო. იემენის მთავრობის და შიიტთა დაჯგუფება ჰუთის მეამბოხეების დელეგაციებმა 13 დეკემბერს შვედეთში მიაღწიეს შეთანხმებას. მოლაპარაკება გაიმართა გაეროს შუამავლობით. მისი მიზანია იყო იემენში ოთხ წლიანი ომის დასრულება. წითელი ზღვის ნავსადგური ჰუდაიდაჰი მთავარი სასიცოცხლო ობიექტია ქვეყნის ორი მესამედისთვის, და როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, მილიონობით იემენელისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უმნიშვნელოვანესი პუნქტი. გუტერეშის თანახმად, გაერო წამყვან როლს ითამაშებს ნავსადგურში და ეს ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას სამოქალაქო მოსახლეობასთან. გაეროს ხელმძღვანელი თვლის, რომ ხუთშაბათის შეთანხმება „უნდა იყოს მშვიდობის საწყისი წერტილი და იემენის ჰუმანიტარული კრიზისის დასასრული“. იემენის მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი ეხმარება, ებრძვის ჰუთის მეამბოხეებს თითქმის ოთხი წელიწადია. ჰუთის მებრძოლებს შიიტური ირანი უმაგრებს ზურგს. გაეროს მიერ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისად შეფასებული ვითარება მოიტანა კონფლიქტმა, რომელმაც ასი ათასი ადამიანი შეიწირა.
ყველაზე პოპულარული
1