Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტის წევრები ირანს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ციხიდან უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე


ევროპის პარლამენტის წევრთა უმეტესობამ ხმა მისცა რეზოლუციას, რომელშიც მოუწოდებენ ირანის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოთ გაათავისუფლოს ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატი, საპატიმროში მყოფი ნასრინ სოთუდე. პარლამენტარებმა მოწოდება გამოთქვეს 13 დეკემბერს, სოთუდეს დაპატიმრებიდან ექვს თვის თავზე. ადვოკატი დააპატიმრეს, რადგან ის სამართლებრივად მხარში ედგა არაერთ ქალს ირანში, რომლებიც დააპატიმრეს ირანის ჩაცმის კოდექსის მიმართ პროტესტის ნიშნად თავსაბურავის საჯაროდ მოხდის გამო. სოთუდეს არაერთი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაცვა, რომლებიც სიკვდილით დასჯის შემცირებას ესწრაფვიან. სოთუდე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახაროვის პრემიის თანამფლობელი იყო 2012 წელს. ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG