Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნა „საქართველოს ანტინაცისტური კოალიცია“


„საქართველოს ანტინაცისტური კოალიცია“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დააფუძნეს. კოალიციის მიერ დეკლარირებულ სამოქალაქო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მომრავლდა ნეონაცისტური რიტორიკისა და მავნე იდეოლოგიის მქონე ჯგუფები, რომელთა გაძლიერება და გაფართოვება განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი მრავალფეროვანი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ა.წ. 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში სიძულვილის საფუძველზე ნეონაცისტური დაჯგუფების 3 წევრის მიერ სასტიკად იყო მოკლული უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი.

დღეს ჩვენ, საქართველოში მოღვაწე ადამიანის უფლებათა დამცველები , ჟურნალისტები, მეცნიერები, მასწავლებლები და აქტიური პოზიციის მქონე მოქალაეები ვერთიანდებით, რათა გავუწიოთ სათანადო წინააღმდეგობა ნეონაცისტურ მოძრაობას საქართველოში“- ნათქვამია კოალიციის სამოქალაქო შეთანხმებაში. კოალიცია საქმიანობას სახალხო მოძრაობის ფორმით აპირებს.

XS
SM
MD
LG