Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა სამხედროებმა ორი ებრაელის მკვლელი პალესტინელები დახოცეს


ისრაელის სამხედროებმა ღამით დახვრიტეს ორი პალესტინელი, რომლებმაც ადრე თავდასხმები განახორციელეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებულ ებრაელებზე. ამის თაობაზე როიტერსი იტყობინება. ეს ტერიტორია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად არის მიჩნეული. ებრაელთა დასახლებაზე ერთ-ერთი თავდასხმა მოხდა 9 დეკემბერს, როცა მოიერიშეებმა ავტობუსის გაჩერებაზე მდგომთ გაუხსნეს ცეცხლი და დაჭრეს შვიდი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი, რომლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფრო ადრე, მეორე პალესტინელი მონაწილეობდა თავდასხმაში, რომელიც განხორციელდა სამარიაში, ბარკანის დასახლებაში მდებარე საწარმოში. იქ ორი პირი მოკვდა, ერთი დაიჭრა. ამ თავდასხმებისთვის პასუხიმგებლობა იკისრა დაჯგუფება ჰამასმა. „იორდანეს დასავლეთ ნაპირზე წინააღმდეგობა არ შეწყდება, სანამ არ დასრულდება ისრაელის ყოფნა ჩვენს მიწებზე“, იტყობინება ჰამასი. საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ პასუხისგებაში მისცემენ ყველას, ვინც ტერორიზმს უდგას მხარში. იორდანეს დასავლეთი ნაპირი ისრაელის და პალესტინელთა ავტონომიის სადაო ტერიტორიაა. გაეროს უშიშროების საბჭო ამ ტერიტორიას ისრაელის მიერ ოკუპირებულ მიწად მიიჩნევს. ისრაელს სურს, რომ ეს მიწა სადავო ტერიტორიად იქნეს აღიარებული.

XS
SM
MD
LG