Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი  გუნდს მომავალ კვირაში დააკომპლექტებს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

დავიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს.ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ოფიციალურად შევთავაზო ადამიანებს პოსტი", -განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ინაუგურაციასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალებიც დასაზუსტებელია. „კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. მე მგონი, ბოლოსკენ გავდივართ. ცხადია, ახლა დეტალებს არ გაგაცნობთ, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ერთდროულად სანახავი და ამის საშუალება ყველას ექნება. რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე“-აღნიშნა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც მედიასთან არ დაუზუსტებია არც ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრების ვინაობა. მისი თქმით, სტუმართა სია საგარეო უწყების პროტოკოლს აქვს.

XS
SM
MD
LG