Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას აზოვის ზღვის ინციდენტის გამო


ნატო უკრაინის საზღვაო ფლოტს მხარდაჭერას გაუწევს აზოვის ზღვის ინციდენტის გამო, როცა რუსეთის სასაზღვრო დაცვამ კიევის სამი სამხედრო გემი და 24 მეზღვაური დააკავა შავი ზღვის აზოვის ზღვასთან შემაკავშირებელ ქერჩის სრუტეში. “ალიანსი უკრაინას დაეხმარება სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების, ლოგისტიკის და კიბერ თავდაცვის განვითარებისთვის“- განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს ბრიუსელში, 13 დეკემბერს. ნატო უკრაინის არმიას გადასცემს ასევე კომუნიკაციის უსაფრთხო აღჭურვილობას, თქვა სტოლტენბერგმა. 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჯერცეცხლი გაუხსნა, შემდეგ დააკავა უკრაინის სამი სამხედრო გემი და 24 მეზღვაური ქერჩის სრუტეში. რუსეთის თანახმად, გემები შევიდნენ მისი ტერიტორიულ წყლებში ყირიმის მახლობლად. ნახევარკუნძული რუსეთმა დაიკავა 2014 წელს. უკრაინა და გაეროს წევრების უმეტესობა ანექსიას არ აღიარებენ. სტოლტენბერგმა მოითხოვა მეზღვაურების და გემების დაუყოვნებლივ განთავისუფლება და აზოვის ზღვაში უკრაინის თავისუფალი შესვლის უზრუნველყოფა, მან მკაცრად დაგმო ყირიმის უკანონო ანექსია. პოროშენკო მიესალმა ნატოს მხარდაჭერას და დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს უწოდა „ომის ტყვეები“.

XS
SM
MD
LG