Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: საქართველო წინ მიიწევს


საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა. ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში და წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

სტოლტენბერგის განცხადებით, 2018 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური იყო, რისი ნათელი დადასტურებაა ივლისის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან უმაღლეს დონეზე და ერთობლივი განცხადების მიღება. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ალიანსი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართ.მოკავშირეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისა და მძიმე უსაფრთხოებისა, ისევე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციისშესახებ. სხდომაზე, ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთოევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG