Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ბუტინამ აღიარა აშშ-ში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის ბრალდება


მარია ბუტინამ, რომელსაც აშშ-ში ბრალად სდებენ რუსეთის ინტერესების უკანონო ლობირებას, აღიარა დანაშაული, რომ ჩაიდინა ქმედება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის მიზნით. სააგენტო როიტერსის თანახმად, მან განაცხადა თანხმობა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ბუტინამ აღიარა ბრალდების მხოლოდ ერთი პუნქტი. დანაშულის სხვა ნაწილს, რომ ის რუსეთისთვის უკანონოდ მუშაობდა, ბუტინა უარყოფს. ახლანდელ პირობებში მას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურასთან თანამშრომლობამ შეიძლება სასჯელი შეუმსუბუქოს. განაჩენი გაისად გამოცხადდება. ბუტინა რუსეთის მოძრაობის „იარაღის უფლება“ დამაარსებელია. რუსეთის მოქალაქე დააკავეს აშშ-ში 15 ივლისს. მას ბრალად ედება, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური არხების გვერდის ავლით დაემყარებინა კონტაქტი. აშშ-ის სამართალდამცველების აზრით, კრემლის ინტერესების გატარებისთვის ბუტინა ცდილობდა გავლენა მოეხდინა რესპუბლიკური პარტიის მთავარ, მათ შორის აშშ-ის მსროლელთა ეროვნულ ასოციაციასთან დაკავშირებულ სპონსორებზე.

XS
SM
MD
LG