Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება


თელავის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. თელავის მერია ინაუგურაციასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, „ბატონის სასახლეში“ გაიმართება.

XS
SM
MD
LG