Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები რუსეთს სანქციებს გაუხანგრძლივებენ


ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, 13 დეკემბერს გამართულ სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, გაუგრძელონ რუსეთს კიდევ ექვსი თვით ეკონომიკური სანქციები, რომლებიც კრემლს დაუწესდა უკრაინაში მისი ქმედების გამო. სანქციების ძალაში დატოვება გამოიწვია იმან, რომ რუსეთმა არ აჩვენა წინსვლა მინსკის შეთანხმების შესაბამისად, განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა. ევროპის კავშირის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამასთან, რუსეთმა დაუშვა სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონების დარღვევით. რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს 2014 წელს ყირიმის ანექსიის და რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG