Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სენატი: ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში პასუხისმგებლობა მემკვიდრე პრინცს ეკისრება


ჯამალ ხაშოგი
ჯამალ ხაშოგი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მოიწონა რეზოლუცია, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ იბნ სალმანს აკისრებს. რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ ერ-რიადს პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა, ვინც ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრესის თანახმად, ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჟურნალისტის მკვლელობის გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა საუდის არაბეთის პრინცის პირდაპირი მითითების გარეშე.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან ოქტომბრის დამდეგს მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში. უკანასკნელ ხანებში ის მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის ხელმძღვანელობას. თურქეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ მის მკვლელობასთან კავშირი შეიძლება ჰქონდეს ტახტის მემკვიდრე პრინც სალმანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG