საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება. "ინტერპრესნიუსის" თანახმად, ინაუგურაციის ცერემონიალზე ელოდებიან ასევე სომხეთის პრეზიდენტს და რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.