Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე მეორის სასახლეში ინაუგურაციის სამზადისი სრულდება

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტორიტორიაზე იმყოფებიან ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის წევრები, ასევე თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება და ხვალ დილისთვის ყველაფერი მზად იქნება იმისთვის, რომ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი დადოს.

თელავში იმყოფება მხატვარ-დიზაინერი თამარ ფოცხიშვილი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეპეტიციას გაივლიან ანსამბლები „ერისიონი“, „რუსთავი“ და „ქართული ხმები“ და სავარაუდოდ, 20:00 საათისთვის ყველა პროცესი დასრულდება. შეკითხვაზე, დღეს თელავში ელოდებიან თუ არა სალომე ზურაბიშვილს, ფოცხიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მას ინფორმაცია არ აქვს.

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციის შემდეგ დაგეგმილი ოფიციალური მიღების ადგილი შეიცვალა: წინანდლის რეზიდენციის მაგივრად, მიღებას თელავის თეატრი უმასპინძლებს. მიზეზად ქადაგიშვილი იმას ასახელებს, რომ თელავის თეატრი ერეკლე მეორის სასახლესთან უფრო ახლოსაა და სტუმრებს შედარებით შორ გზაზე აღარ მოუწევთ წასვლა.

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და ურჩია მათ აქცია ჩაატარონ იქ, სადაც მერიამ ნებართვა გასცა - ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG