Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1500-ზე მეტი საქმე აღიძრა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც 2018 წლის 10 თვეს (2018.01.01 – 2018.31.10) მოიცავს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით აღირიცხა განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა, რომელთაგანაც გაიხსნა 37 ( გახსნის მაჩვენებელი 61,6%, ზრდა 0%).

ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%.

საგანგაშოდ, 2,7-ჯერ მოიმატა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებმა. შსს ინფორმაციით, 2018 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის 1518 ფაქტი აღირიცხა, მაშინ როცა შარშან იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 562 იყო.

საგრძნობად, 2,4-ჯერ მოიმატა ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა და 2018 წლის პირველ ათ თვეში 4094 შეადგინა მაშინ, როცა შარშან 1725 იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG