Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გრძელდება „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლები


საფრანგეთში გრძელდება ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრაციები ზედიზედ მეხუთე შაბათს იმართება პარიზსა და სხვა ქალაქებში. მას მერე, რაც მთავრობამ უარი თქვა საწვავზე გადასახადების გაზრდაზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გაიზრდება მინიმალური ხელფასი და მოიხსნება გადასახადი დამატებით სამუშაო საათებზე, ქუჩებში ბევრად ნაკლები ხალხი გავიდა, ვიდრე წინა კვირებში.

პარიზის პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ერთი კვირის წინ მათი რაოდენობა ათეულათასებით იყო. პოლიციამ ქალაქში დააკავა 80-ზე მეტი ადამიანი. მაშინ როცა ერთი კვირის წინ დაკავებულთა რიცხვი ათასზე მეტი იყო. აქციის მონაწილეები მაშინ ძალით დაუპირისპირდნენ პოლიციას, დაწვეს ავტომანქანები, დაამსხვრიეს ვიტრინები.

საფრანგეთის სხვა რეგიონებშიც საგრძნობლად ნაკლები ხალხი მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში.

საფრანგეთში გამოსვლები დაიწყო ერთ თვეზე მეტი ხნის წინ. ათიათასობით დემონსტრანტი მთავრობისგან მოითხოვდა, რომ უარი ეთქვა ავტომობილის საწვავზე გადასახადის გაზრდაზე. „ყვითელ ჟილეტები“ ასევე მოითხოვდნენ მთავრობისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას.

10 დეკემბერს პრეზიდენტმა მაკრონმა ნახევარწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა გადასახადების გაზრდაზე და სხვა ზომები, რაც დემონსტრანტების დაშოშმინებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG