Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ვენესუელიდან დაბრუნდა მისი ორი ბომბდამშენი ტუ-160


რუსეთის ბომბდამშენები მაიკეტიას აეროპორტში.
რუსეთის ბომბდამშენები მაიკეტიას აეროპორტში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ვენესუელიდან დაბრუნდა მისი ორი ბომბდამშენი ტუ-160. უწყებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავებმა გადაიფრინეს ატლანტის ოკეანის, კარიბის, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვების აკვატორიები. ცალკეულ ეტაპებზე მათ ნორვეგიის გამანადგურებლების თანხლებით იფრინეს.

ვენესუელაში რუსეთის ორი ბომბდამშენის გაგზავნის შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, გაიგზავნა ასევე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124 „რუსლანი“ და შორეული მაგისტრალური ილ-62. უწყების თანახმად, გადაფრენამ საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების ფარგლებში ჩაიარა.

მაიკეტიას სამხედრო აეროპორტში რუსეთის თვითმფრინავებს საზეიმოდ დახვდა ვენესუელის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო ლოპესი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოსკოვსა და კარაკასს ბრალი დასდო „საჯარო ქონების განიავებაში“, რუსეთისა და ვენესუელის მთავრობებს კი კორუმპირებული უწოდა.

კოლუმბიაში აშშ-ის ელჩმა, კევინ უიტაკერმა ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის ტუ-160-ებს „სამუზეუმო ექსპონატები“ უწოდა და თქვა, რომ მათი გაგზავნა არ იყო პროვოკაცია, ვინაიდან ეს ძალზე ძველი თვითმფრინავებია.

XS
SM
MD
LG