Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი რაიან ზინკე


რაიან ზინკე
რაიან ზინკე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, თანამდებობიდან გაათავისუფლოს შინაგან საქმეთა მინისტრი რაიან ზინკე. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.

მოგვიანებით ტრამპმა დასძინა, რომ ახალი მინისტრის ვინაობა მომავალ კვირაში გამოცხადდება.

რაიან ზინკე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა, მათ შორის რესპუბლიკელი დეპუტატის, რაულ გრიჯალვას მიმართ გამონათქვამების გამო. ამ უკანასკნელმა მინისტრს ბრალი დასდო უფლებამოსილებების გადამეტებაში, რაზე პასუხადაც ზინკემ მას ალკოჰოლიკი უწოდა.

ადრე ზინკეს ბრალი დასდეს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიების ინტერესების დაცვაში იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს კონტროლქვეშაა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებებში შედის არა უსაფრთხოება, არამედ ბუნების დაცვა და ეროვნული პარკების მართვა.

დეკემბრის დამდეგს ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ კელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG