გაერთიანებული ოპოზიციის კოლონა გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას, რომელიც თბილისიდან თელავში, აქციაზე მიემართება, გურჯაანის ცენტრში საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, გურჯაანის ცენტრში დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე შეყვანილია სპეც-ტექნიკა. მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს თავდაპირველად გზა გომბორის უღელტეხილთან გადაუკეტეს. გაერთიანებული ოპოზიცია 3 საათზე, თელავში, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს. აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მათ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.
ყველაზე პოპულარული
1