Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ხელისუფლება რევოლუციებს არ დაუშვებს


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. "საქართველო არ დაუშვებს რევოლუციებსა და არეულობას. თელავისკენ მომავალი გზები ზოგან გადაკეტილია. ოპოზიციას შეეძლო ის გზა აერჩიათ, რომლითაც თელავში უპრობლემოდ შემოვიდოდნენ", - უთხრა სესიაშვილმა ჟურნალისტებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში, სადაც 15:00 საათზე პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG