„დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“, - განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცის დადების შემდეგ. მისი თქმით, ინაუგურაციის ადგილად თელავი მან შეგნებულად შეარჩია.
„მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში, მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი დადაგდა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.