Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებისთვის სამაგალითო იქნება


თავად მივცემ მაგალითს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ ეროვნული თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ინაუგურაციაზე ფიცის დადების შემდეგ.

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს, აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG