რუსეთში, პრიმორიეში, განმეორებით ჩატარდა რეგიონის გუბერნატორის არჩევნები. თანამდებობის დასაკავებლად იბრძვის ოთხი კანდიდატი.
რეგიონულ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას საკმაოდ აქტიური იყო. კომისიის თანახმად, არაა შესული საჩივრები და დარღვევების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს.
თავის მხრივ, ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „გოლოსი“ მეთვალყურეთა ცნობებზე დაყრდნობით იტყობინება ამომრჩეველთა ორგანიზებულ გადაყვანაზე, ბიულეტენების მასობრივ ჩაყრაზე, ასევე საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციაზე. საარჩევნო უბნებზე ბევრი მეთვალყურე არ დაუშვეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სექტემბერში გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა, მისი თქმით, დარღვევების გამო. მაშინ ლიდერობდა კომუნისტების კანდიდატი ანდრეი იშჩენკო.
მაგრამ გამარჯვებული მოულოდნელად აღმოჩნდა „ედინაია როსიას“ წევრი ანდრეი ტრასენკო. კომუნისტებმა უარი თქვეს იშჩენკოს კანდიდატურის განმეორებით წამოყენებაზე. საარჩევნო კომისიამ მას არც დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის უფლება მისცა.