Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სტუმრებს სასტუმროში მიიღებს


ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია სტუმრების მისაღებად ჯერ არ არის მზად, რადგან საპრეზიდენტო ფლიგელის რემონტი ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს დაიკავებს.

„ათონელის შენობის საპრეზიდენტო ფლიგელი არ არის დასრულებული. მას დასჭირდება 2 თვე, შესაძლოა 2,5 თვე ან 3 თვე, მაგრამ დასრულებულია ადმინისტრაციული ნაწილი და იქ არის პირობები, რომ პრეზიდენტმა იმუშაოს“, - განაცხადა ჟვანიამ. მისი თქმით, პრეზიდენტი ხვალ არ მივა ათონელის ქუჩაზე მდებარე „ორბელიანების სასახლეში“ და სტუმრებს სასტუმროში შეხვდება.

„სალომე ზურაბიშვილს ხვალ აქვს შეხვედრები უცხოურ დელეგაციებთან და არის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახი გამოყოფილი იმიტომ, რომ ჯერ უნდა შევიდეს პრეზიდენტი, თავად მოეწყოს და მერე შეიძლება სტუმრებისთვისაც იყოს. სტუმრების მისაღებად ჯერ არ არის მზად ადმინისტრაციის ნაწილი. საპრეზიდენტო ფლიგელში იქნება სტუმრების მისაღები ადგილი“, - უთხრა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG