Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კახეთიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სამი გეგმა აქვს და ამ სამი გეგმიდან ერთ-ერთს შეარჩევენ სამოქმედოდ: „ჩვენი მხარდამჭერები აქ დარჩებიან. ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ეყოთ მარტო ყოფნა. ეს ადამიანები იმსახურებენ საზოგადოების გვერდში დგომას“. ამ დროისათვის პარლამენტის წინ რვა კარავია გაშლილი, მათ შორის, გაერთიანებული ოპოზიციის ოთხი კარავი ამ საღამოს გაიშალა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

XS
SM
MD
LG