Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ემისრები სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ აშშ-ის წარმომადგენლებთან


თალიბები ქაბულთან ახლოს
თალიბები ქაბულთან ახლოს

იუწყებიან, რომ თალიბანის ორგანიზაციის ემისრები დღეს აშშ-ის წარმომადგენლებს მორიგ ჯერზე შეხვდებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროში. თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მოლაპარაკებაში, რომელიც ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად, მონაწილეობას მიიღებენ ასევე საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ემირატების წარმომადგენლები. მანამდე აშშ-ს არც უარუყვია და არც დაუდასტურებია ასეთი შეხვედრები თალიბანის წარმომადგენლებთან. მაგრამ ვაშინგტონის სპეციალურმა წარმომაგდენელმა ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან, რაშიც იგულისხმება თალიბანიც, რომელიც ავღანეთის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. ვაშინგტონმა დახლოებით 1 ტრილიონი დოლარი დახარჯა ავღანეთში მიმდინარე ომში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ 2001 წელს დაამხო თალიბანის რეჟიმი. მიჩნეულია, რომ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ომი, რომელიც აშშ-ი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG