Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

vali.ge-ს ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა


17 დეკემბერს პრობლემური ვალების განულების ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ეს ორგანიზაციებია:·

შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: Wandoo.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Credium.ge)

შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: Netcredit.ge, Moneza.ge)

შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: Vivus.ge)

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge, Amica.ge, Moneybus.ge, Wincredit.ge, Moneyman.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Crediton.ge, Lendo.ge, Mamy.ge, Ipuli.ge, Okcredit.ge, Credium.ge, Solva.ge)

შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: Moneza.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Vivus.ge)

შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: Vivus.ge)

შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: Ccloan.ge)

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის vali.ge-ზე განთავსებულია ინფორმაცია 552 483 მსესხებლის 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა 3,682,200,002 ლარია.

მათივე ინფორმაციით, ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: კერძოდ,

ბანკები: „საქართველოს ბანკი“ , სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს "ბაზისბანკი", სს "ტერაბანკი", სს "კრედო ბანკი",

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები: შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge), შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge), შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge), შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge), შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge), შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge), შპს "ფინანსური ბიურო", სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge), შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge), შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge).

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები დაემატება.

XS
SM
MD
LG