Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონ პოსტი: სენატის ანგარიში მოიცავს დეტალებს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე


აშშ-ის სენატი მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს ანგარიშს რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის იმ მასშტაბურ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონალდ ტრამპის დახმარებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - იუწყება ვაშინგტონ პოსტი. გაზეთმა 16 დეკემბერს გაავრცელა დეტალები ანგარიშიდან, რომელიც მოამზადეს აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის მონაცემების კვლევის ჯგუფებმა. ეს არის პირველი გამოკვლევა, რომელიც კონცენტრირებულია სენატისთვის ტვიტერის, ფეისბუკის და გუგლის მიერ მიწოდებულ, მილიონობით პოსტზე. გამოცემის თანახმად, ანგარიშში მოცემულია კიდევ უფრო მეტი დეტალი იმ უკვე ცნობილ ნაბიჯებზე, რომლებსაც რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტო დგამდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის გასაძლიერებლად და აშშ-ის ამომრჩევლის გახლეჩვის მიზნით მგრძნობიარე საკითხებთან მიმართებით. ვაშინგტონ პოსტი ანგარიშის პროექტიდან ციტატებსაც ავრცელებს: "ნათელია, რომ ყველა ეს მესიჯი მკაფიოდ მუშაობდა რესპუბლიკური პარტიის, კონკრეტულად დონალდ ტრამპის სასარგებლოდ".

XS
SM
MD
LG