Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ის სენატს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის


საუდის არაბეთმა უარყო აშშ-ის სენატის რეზოლუციები, რომელთა მიხედვით დასრულდა აშშ-ის მხარდაჭერა იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ომში და, ამავე დროს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში პირდაპირ იქნა დადანაშაულებული ტახტის მემკვიდრე. "სამეფო გმობს აშშ-ის სენატის მიერ ბოლო დროს დაკავებულ პოზიციას, რომელიც ეფუძნება მცდარ ბრალდებებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სრულად უარყოფს ნებისმიერ ჩარევას მის საშინაო საქმეებში" - წერს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბრის განცხადებაში. ნაბიჯით, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით კრიტიკადაც იქნა აღქმული, სენატმა 13 დეკემბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერის დასრულებას საუდის არაბეთის მიერ წარმოებულ ომში იემენში, რომელსაც რეალურად ირანთან ომად აღიქვამენ, შუამავლების გზით. იემენთან კონფლიქტმა ესკალაცია განიცადა 2015 წელს, როცა ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ჰუტითმა შიიტმა მეამბოხეებმა ქვეყნის დასავლეთის დიდი ნაწილი დაიკავეს, დედაქალაქ სანაას ჩათვლით. პარალელურად, სენატმა ასევე მიიღო რეზოლუცია, რომ ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამად ბინ სალმანს.

XS
SM
MD
LG