Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს საღამოს წარუდგენენ


დავით კირკიტაძე
დავით კირკიტაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს საღამოს საათებში წარუდგენენ - გვითხრა დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა, რომელიც აპირებს თავადაც მოინახულოს დავით კირკიტაძე თელავის იზოლატორში. ადვოკატის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოებიდან მათ არავინ დაკავშირებია, ბრალდების შინაარსი მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა დავით კირკიტაძე არ ეთანხმება დაკავების კვალიფიკაციას. პროტესტის ნიშნად დავით კირკიტაძემ შიმშილობა გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

XS
SM
MD
LG