„ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს“, - განაცხადა პრეზიდენეტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში პირველი კომენტარისას.
რეზიდენციაში, ჯერ მხოლოდ ადმინისტრაციული ფლიგელის სარემონტო სამუშაოებია დასრულებული. საპრეზიდენტო ფლიგელის რემონტი ორი თვის განმავლობაში დასრულდება.
მისი თქმით უკვე ცნობილია პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის ვინაობა, ამ თანამდებობას ლაშა ჟვანია დაიკავებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იქნება ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, პრესასთან ურთიერთობას კი ნათია პავლიაშვილი შეითავსებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წევრების, ანუ როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „მთავარი ბირთვის ვინაობა“ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
„აქ იქნება თქვენი სახლი“,- ასე მიმართა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა, რომლის სიტყვებითაც მას ჟურნალისტებთან სურს ისეთ ფორმატში ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შეეძლება არასაჯარო განცხადებების გაკეთებაც, რათა მედია უკეთ იყოს ინფორმირებული სხვადასხვა პროცესებთან მიმართებით.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით ასეთ ფორმატში ის მედიასთან თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდშიც.