Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წლის დასაწყისიდან მსოფლიოში 80 ჟურნალისტი მოკლეს


სულ მცირე, 80 ჟურნალისტი იქნა მოკლული პროფესიულ საქმიანობასთან კავშირში 2018 წლის დასაწყისიდან, - ამის თაობაზე იტყობინება საერთაშორისო უფლება დამცავი ორგანიზაცია, რეპორტიორები უსაზღვრებოდ, რომელიც მოკლული ჟურნალისტების სიასაც აქვეყნებს. მოკლული ჟურნალისტების ნახევარზე მეტ მოდის ხუთ სახელმწიფოზე. ავღანეთში, სადაც 15 ჟურნალისტი დაიღუპა სხვადასხვა გარემოებაში, 2018 წლის გაზაფხულზე თავდასხმას ემსხვერპლა რადიო თავისუფლების ექსი რეპორტიორი. მოკლული ჟურნალისტების რიცხვის მხრივ ავღანეთს მოჰყვება სირია (11), მექსიკა (9), იემენი (8) და ინდოეთი (6). ამასთან, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებს შორის მექსიკა ერთადერთია, სადაც არ მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი. სულ, სამხედრო დაპირისპირების ზონებში 2018 წლის დასაწყისიდან დაიხოცა 44 ჟურნალისტის. ორგანიზაციის თანახმად, მთელ მსოფლიოში ამ ეტაპზე საპატიმროში იმყოფება 348 ჟურნალისტი. დაპატიმრებული ჟურნალისტების ნახევარზე მეტი მოდის ჩინეთზე, ირანზე, საუდის არაბეთზე, ეგვიპტესა და თურქეთზე. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, პროფესიული საქმიანობის გამო საპატიმროში იმყოფება 250 ჟურნალისტი, რომელთა შორის 33 ქალია. ამერიკული ჟურნალის, ტაიმის ვერსიით, 2018 წლის „წლის ადამიანად“ მათი საქმიანობის გამო ჟურნალისტთა ჯგუფი აღიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG