ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდება:
„სამინისტროში მოვედი იმიტომ, რომ გავიგო რამე სიახლე აქვს თუ არა გამოძიებას და რატომ არ ხდება ჩემი შვილის მკვლელის დასჯა. არ მაქვს იმედი, რომ მათ რაიმე ახალი მტკიცებულება გააჩნიათ, ვინაიდან მთელი ამ დროის განმავლობაში მე არავინ შემხმიანებია. თუმცა მაინტერესებს, რას მეტყვის გამომძიებელი და რა პასუხები ექნებათ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ არ იჭერენ ჩემი შვილის მკვლელს.“-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაზა სარალიძემ.