Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთში მშვიდობის პერსპექტივა არასოდეს ყოფილა ისეთი რეალური, როგორც ახლა


ავღანეთის საკითხში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, ტადამიჩი იამამოტო გაეროს უშიშროების საბჭოს 17 დეკემბრის სხდომაზე
ავღანეთის საკითხში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, ტადამიჩი იამამოტო გაეროს უშიშროების საბჭოს 17 დეკემბრის სხდომაზე

ავღანეთის საკითხში გაეროს წარმომადგენელი, ტადამიჩი იამამოტო ფიქრობს, რომ ავღანეთში მშვიდობაზე მოლაპარაკების პერსპექტივა არასოდეს ყოფილა ისეთი რეალური, როგორც ახლაა.

იამამოტოს 17 დეკემბრის ამ განცხადების ფონია ცნობა, რომ ავღანელი თალიბების წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვდნენ ამერიკელ ოფიციალურ პირებს. საქმე ეხება წინასწარ, მოსამზადებელ შეხვედრას, რომელიც მიჩნეულია მნიშვნელოვან ნაბიჯად თალიბანთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად.

იამამოტომ გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას მოუწოდა რეგიონის ქვეყნებს, ხელი შეუწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებას.

თალიბანის წარმომადგენელ ზაბიჰულა მუჯაჰიდს 17 დეკემბრის განცხადებით, „გაიმართა დისკუსიები ამერიკულ მხარესთან ავღანეთში ინტერვენციისათვის ბოლოს მოღების შესახებ“. თალიბანი დიდი ხანია, უარს ამბობს ავღანეთის მთავრობასთან ოფიციალურ მოლაპარაკებაზე, რადგან საჭიროდ მიჩნევს ჯერ აშშ-თან შეთანხმებას.

თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის თითქმის ნახევარს და განაგრძობს ბრძოლას დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG