Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ


დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, არ წაუყენებენ.

„პროკურატურასთან მქონდა კომუნიკაცია და დღეს ბრალს არ წაუყენებენ. ჯერჯერობით მტკიცებულებებს აგროვებენ და სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გადაიწია ამ პროცესმა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კონდახაშვილმა.

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მიიჩნევს, რომ წარდგენილი მუხლი არალეგიტიმურია და ამ საკითხსაც კონკრეტული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ გაარკვევენ.

„[ეს მუხლი] შეიძლება განხილული იყოს მაშინ, როდესაც პოლიციელთა საქმიანობაა ლეგიტიმური, მაგრამ ვინაიდან ადამიანის კონსტიტუციური უფლებების, გადაადგილების და გამოხატვის უფლებების შეზღუდვა ხდებოდა, ეს კვალიფიკაცია შეუსაბამოა“, - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

XS
SM
MD
LG