Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა კოსმოსური სარდლობის შექმნა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა კოსმოსური სარდლობის შექმნა კოსმოსში სამხედრო ოპერაციების გასაძღოლად.

18 დეკემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა ერთგვერდიან მემორანდუმს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ავალებს შექმნას სარდლობა კოსმოსში სამხედრო ოპერაციების ორგანიზების, ტექნიკური განვითარების დაჩქარებისა და კოსმოსში აშშ-ის კუთვნილი ობიექტების, მათ შორის თანამგზავრების უკეთ დაცვის მიზნით.

ამ გადაწყვეტილების ფონს ქმნის შეშფოთება, რომ ჩინეთი და რუსეთი მუშაობენ აშშ-თვის მნიშვნელოვანი თანამგზავრების მწყობრიდან გამოსაყვანად, ან გასანადგურებლად.

„დღეს იწყება ახალი ერა კოსმოსში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის“,- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში გამოსვლისას. მისი განმარტებით, კოსმოსური ძალების სარდლობა განავითარებს „კოსმოსურ დოქტრინას, ტაქტიკას, სხვადასხვა ტექნიკასა და პროცედურებს“, რომლებიც შესაძლებელს გახდის „ამ, ახალ ერაში“ ამერიკელების დაცვას.

კოსმოსური სარდლობა იქნება პენტაგონის რიგით მე-11 სარდლობა. დანარჩენებს შორის არის ცენტრალური სარდლობა და ევროპის სარდლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG