Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზვრიშვილი:დაკავებულთა წრე გაფართოვდება, რამდენადაც საქმის მასალები მოგვცემს შესაძლებლობას


ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებაში დაკავებულ პირთა წრე კონკრეტული საქმის მასალების მიხედვით გაფართოვდება:

„ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს.

სამწუხაროა, რომ შეფასება ხდება, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

პოლიციამ 16 დეკემბრის ინციდენტზე 3 პირი დააკავა-მათგან, 1 პოლიციელზე თავდასხმისთვის, 2 ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის.

XS
SM
MD
LG