Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში თავს დაესხნენ ქვიარ ბარს


19 დეკემბერს, თბილისში, ღამის 01:30-ზე თავს დაესხნენ ქვიარ სივრცეს, Success Bar-ს. ლგბტქ აქტივისტების ცნობით, დაზიანებულია ინსფრასტრუქტურა, დაზარალდა ბარის მენეჯერი.

რატი წულეისკირი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს რომ მოძალადეები პოლიციას არ დაუკავებია, ისინი ადგილიდან გაიქცნენ. მისივე შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, იყო ბარზე ჰომოფობიური თავდასხმა.

შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა (ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.

XS
SM
MD
LG