Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს გეგმებს უახლოეს მომავალში გააცნობს


გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დასრულდა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. ოპოზიციის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმებზე პოზიციებს შეაჯერებებ და გადაწველტილებას მხარდამჭერებს უახლოეს მომავალში აცნობებენ.

საპროტესტო აქცია გურჯაანის სასამართლოსთან 20 დეკემბერს დილით დაიწყო. სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. დავით კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს.პროტესტის ნიშნად იგი შიმშილობს. დავით კირკიტაძის ადვოკატის თქმით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG