Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრმა კომენტარი გააკეთა ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების შესახებ


განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მან ჟურნალისტების კითხვას ია კერზაიას გარდაცვალების შესახებ 20 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის ღონისძიების დასრულების შემდეგ უპასუხა: „ჩვენი მხრიდან თუ რაღაც ისეთი იქნა გამოვლენილი, ამაზე როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, ისევე მეც ვარ პასუხისმგებელი. თავისთავად, როგორც მინისტრმა, ყველანაირი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ არამარტო იურიდიული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ“.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.

XS
SM
MD
LG