Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯარის სირიიდან გაყვანის გეგმას მოკავშირეები აკრიტიკებენ, პუტინი მიესალმა


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იცავს თავის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, გაიყვანოს აშშ-ის ჯარი სირიიდან. ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრები, მაგრამ მას მიესალმა რუსეთი. თავის განცხადებებში, რომლებიც ტვიტერის გზით გაავრცელა ტრამპმა 20 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება მის პირობას, რომელიც 2016 წლის არჩევნების წინ დადო, რომ გავიდოდა სირიიდან. მისი თქმით, აშშ არ უნდა იყოს „ახლო აღმოსავლეთის პოლიციელი“, და რომ დროა, სხვებმა დაასრულონ ბრძოლა. ტრამპმა მოულოდნელი განცხადება გაკეთა 19 დეკემბერს, ტვიტერით, რაც მოჰყვა რადიოთი გაკეთებულ განცხადებას, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე „ისტორიული გამარჯვების“ შემდეგ, აშშ-ის არმიის ჯარისკაცები „უკან ბრუნდებიან“ სირიიდან და „უკან ბრუნდებიან ახლა“. 19 დეკემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ექსტრემისტების „ტერიტორიული სახალიფო“ დამარცხებულია. სანდერსის გამოსვლამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ ემზადება სირიიდან ჯარების მთლიანად გასაყვნად. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გამარჯვებები „არ ნიშნავს გლობალური კოალიციის, ან მისი კამპანიის დასრულებას. დავიწყეთ შეერთებული შტატების ჯარისკაცების შინ ჩამოყვანა გადავდივართ რა ამ კამპანიის შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა სანდერსმა. ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, კოალიციის მთავარმა წევრებმა სკეპტიციზმი გამოხატეს და განაცხადეს, რომ სირიაში ბევრია კიდევ გასაკეთებელი. რუსეთი, რომელიც ირანთან ერთად მხარს უჭერს სირიაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მთავრობას სირიის ომის კრიტიკულ პერიოდში, მიესალმა ტრამპის განცხადებას. ვლადიმირ პუტინმა, ითავის წლიურ პრესკონფრენციაზე, 20 დეკემბერს,განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპს, რომ ისლამური სახელმწიფოს დასაძლევადქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ყოფნაარ წარმოადგენს საჭიროებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG